ინგლისური ტოი-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგლისური ტოი-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 3-4 კგ.
სიმაღლე 25-30 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ინგლისური ტოი-ტერიერი (ინგლ. English Toy Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

როდესაც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მანჩესტერული ტერიერის ეს მინიატურული ასლი პირველად საზოგადოებაში გამოჩნდა, ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. შემდეგ ვნებები ცოტა დაცხრა, რადგან ძაღლებს ერიოზული მემკვიდრეობითი დაავადებები აღმოუჩინეს. 1950-იან წლებში, როდესაც ინგლისური ტოი-ტერიერი ჯანმრთელობით, კონსტიტუციით და გარეგნული იერით სერიოზულად დაკავდნენ, მდგომარეობა გამოსწორდა.

ინგლისური ტოი-ტერიერი თავად ინგლისშიც იშვიათობაა. მისი წინაპარი იყო მანჩესტერული ტერიერი, თუმცა სიმაღლის სტაბილიზაციისთვის, როგორც ჩანს, იტალიურ გრეიჰაუნდთან შეაჯვარეს, სწორედ მას უნდა უმადლოდეს ტოი თავის სილამაზეს და ოდნავ ამობურცულ ზურგს. ხასიათით კი ის ნამდვილი ტერიერია. დღესდღეობით ინგლისური ტოი-ტერიერების გამრავლება სტაბილური გახდა, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ოდესმე ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც მისი მსგავსი მინიატურული პინჩერია. და მაინც, ინგლისური ტოი-ტერიერი შესანიშნავი ოთახის ძაღლია, რომელიც ძალიან კარგად ესადაგება ქალაქის ბინას. ის კარგად უძლებს სიცხეს, ძნელად იწვრთნება და უჭირს ურთიერთობა სხვა ძაღლებთან. კარგი მოდარაჯეა. ცუდად იტანს სიცივეს. აქვს კომპაქტური თათები, გრძელი თავი. გრძელი კუდი ბოლოსკენ ვიწროვდება, აქვს უჩვეულო ფორმის ყურები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]