იაპონური წერო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაპონური წერო
Mandschurenkranich 716.JPG
იაპონური წერო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: წეროსნაირნი
სახეობა: იაპონური წერო
ლათინური სახელი
Grus japonensis

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


იაპონური წერო, მანჯურიული წერო (ლათ. Grus japonensis) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში. მისი სხეულის სიგრძე 120-150 სმ აღწევს, ფრთების შლილი 220-250 სმ. წონა 7-10,5 კგ. მიიჩნევა ბედნიერების სიმბოლოდ, განსაკუთრებით იაპონიაში. გამოსცემს ხმამაღალ, საყვირის მსგავს ხმას. იაპონური წერო ძალზე გრაციოზულია. გაოცებას იწვევს მისი ცეკვა და ახალ თაობაზე ზრუნვა. იშვიათი და საფრთხეში მყოფი სახეობაა. დაცულია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 130, თბილისი, 2009.