თუთარჩელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი თუთარჩელა —- ქართული ფოლკლორული, ვოკალური ანსამბლი. შეიქმნა 2004 წლის იანვარში, ქალაქ რუსთავში. ანსამბლის ხელმძღვანელი და დირიჟორი — თამარ ბუაძე. რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის, უმთავრესად ლაზური სიმღერებია. ანსამბლი თუთარჩელა ფუნქციონირებს რუსთავის ფოლკლორის სკოლაში.