თოხლიაურის მთავარმოწამეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოხლიაურის მთავარმოწამეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრზე, დიდი ველების ტყიან ქეედზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

საშენ მასალად გამოყენებულია რიყის მოზრდილი ქვები, წყობა ძირითადად ქაოსურია, თუმცა შეორჩენილია სწორხაზოვანი რიგებიც. დიდი დანკარგების გარეშეა შემორჩენილი კედლები. დასავლეთ კედელი კი 2,4 მეტრის სიმაღლეზე დგას.

ეკლესია უაფსიდოა 5,65 მეტრი 4,45 მეტრზე, აღმოსალვეთით ეკლესია დასრულებულია სწორი კედლით რომელშიც ოდნავ შევიწროვებული სარკმელის კვალია დარჩენილი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა, 1-1,3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი წირთხლებიც. დასავლეთ კედელში დაბალი, ვიწრო სარკმელია გაჭრილი. შიგნიდან, დასავლეთის ორივე კუთხე მომრგვალებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]