თორიას სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორიას სამლოცველო — არქიტექტურული ძეგლი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში. აგებულია შუა საუკუნეებში. ბაზალტის უსწორმასწორო ქვით, მშრალი წყობით ნაგები , დაბალი, უპროპორციო ნაგებობა. მწყემსთა თავშესაფრისა და სამლოცველოს შეზავებამ გამოიწვია მისი არქიტექტურული ფორმების უსწორობა. ინტერიერში დაცული არის ბაზისი ჯვრის გამოსახულებით, ჯვრის ქვედა მკლავი ნამტვრევებადაა ქცეული და აქვე ატყვია ქართული ასომთავრული წარწერა. სამლოცველოს სიახლოვეს მცირე სადგომების ნაშთებია, მშრალი წყობით ნაგები ქვებით, რომლის ბუნებრივი ნაწილი ამ მთის თხემს ფარავს. ამავე ქვებისგან შექმნილია მოზღუდული ტერასებიც, სამი მათგანი საფეხურებად ეშვება სამხრეთის კალთაზე. შიშიანობის დროს, სოფელი მას გამოიყენებდა თავშესაფრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21721