თოდაძის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოდაძის ციხეარქიტექტურული ძეგლი საჩხერეში. დათარიღებულია ადრეული შუა საუკუნეებით (IV-IX საუკუნეები). დგას დასავლეთდან აღმოსავლეთისკენ გაწოლილ კლდოვან თხემზე. ნაგებია ადგილობრივი კირქვის საშუალო ზომის ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობის ჰორიზონტალობა დაცულია. შემორჩენილია ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მართი კუთხე და შიდა სივრცის გამყოფი კედლის ფრაგმენტი. გარშემო იკრიფება ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39230