თოგოიანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოგოიანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გარდამავალი შუა საუკუნეებში.

ნასოფლარი თოგოიანი მდებარეობს მაღალი მთის სერზე, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირას. მისი განაშენიანების ჯგუფები ძირითადად სერს მიუყვება. კარგად ჩანს გეგმარება. სახლების კედლები საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. ნასოფლარის თავზე ზურგიანი კოშკია. იგი სწორი პირით მდინარე ქსანს გადმოსცქერის. მისი დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომისა და ფორმის დიდი ქვები. ალაგ-ალაგ წყობაში მცირე ზომის ქვაცაა დატანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 213