თიმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თიმინის სტრუქტურა

თიმინი (5-მეთილურაცილი) — პირიმიდინის ნაწარმი, ხუთი აზოტოვანი ფუძიდან ერთ-ერთი. არსებობს ყველა ცოცხალ ორგანიზმში, სადაც დეზოქსირიბოზასთან ერთად შედის ნუკლეოზიდ თიმიდინის შემადგენლობაში, რომელსაც შეუძლია ფოსფორმჟავის 1—3 ნაშთებთან ფოსფოლირება და ნუკლეოტიდების თიმიდინ მონო-, დი- ან ტრიფოსფორული მჟავის წარმოქმნა (ტმფ, ტდფ და ტტფ). თიმინის დეზოქსირიბონუკლეოტიდები შედის დნმ-ის შემადგენლობაში, ხოლო რნმ-ში მის ნაცვლად არის ურაცილის რიბონუკლეოტიდი. თიმინი ადენინის კომპლემენტარულია და მასთან ორ წყალბადურ ბმას ქმნის. ორგანიზმის გარდაცვალების შემდეგ დროთა განმავლობაში თიმინის ფუძე ხშირად ჟანგდება ჰიდანტოინამდე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hofreiter M., Serre D., Poinar H.N., Kuch M., and Paabo S. Nature Reviews Genetics (2001) 2:353.