თემურ გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ გიორგაძე (დ. 2 მაისი, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1972 წელს იყო თბილისის №3 საავადმყოფოს ექიმი ორდინატორი. 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის საკითხებს.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ძვალსა და კერამიკულ პროტეზს შორის მიმდინარე პროცესების შესწავლა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 68

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]