თეიმურაზ დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ პავლეს ძე დავითაშვილი (დ. 16 თებერვალი, 1949, სოფ. სიონი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1972). 1974–1996 წლებში მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, 1994–2006 წლებში — თსუ-ში, 2007 წლიდან — ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი კვლევის თემაა ატმოსფეროს ფიზიკის ამოცანების რიცხვითი მოდელირება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]