თეთრი ქალბატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრი ქალბატონი — კლდის მხატვრობა მააკის მღვიმეში, მდებარეობს ბრანდბერგის მთის ახლოს ნამიბიაში.

კლდის მხატვრობა 1918 წელს აღმოაჩინა გერმანელმა მკვლევარმა რეინჰარდ მააკმა და დაათარიღა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა პერიოდით. მხატვრობაში ანტილოპიებისა და პატარა ადამიანების გვერდით ცენტრალური ადგილი უჭირავს მაღალ ფიგურას, რომელიც დახატულია თეთრი, შავი და ყავისფერი საღებავით. „თეთრ ქალბატონს“ ცალ ხელში უჭირვს მშვილდ-ისარი, მეორეში — ლოტოსის ყვაივილს მსგავსი ფიგურა. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ნახატზე გამოსახულია ევროპული სტილის ქალი სწორი ცხვირით. ქალის თმები ფორთოხლისფრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]