თეთრიწყლების ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრიწყლების ღვთისმშობლის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში, ზღვის დონიდან 1150 მეტრზე.

ეკლესია მცირე ზომისაა და მდებარეობს ფსიტის ციხის დასავლეთით, ფსიტიანის ხევის პირას, ბუნებრივად მოვაკებულ ადგილზე. ძეგლი შემორჩენილია ნანგრევებად. აგებულია რიყის ქვით, დუღაბზე.სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთზე ჩანს შესასვლელის ღიობი. 3–3,5 მეტრ სიმაღლემდე სამხრეთის და აღმოსავლეთის ფასადებია შემორჩენილი, ხოლო ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები მთლიანად ნანგრევითაა დაფარული. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან გუმბათის ყელია გადავარდნილი. რომელიც აგურითაა ნაგები. მისი გარე ზომებია 9,5X7 მეტრი. ეკლესიის გეგმა კვადრატია. მეტნაკლებად შემორჩენილია აღმოსავლეთის ფასადი. ეკლესიას უნდა ჰქონოდა გვერდითი სათავსები — სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც ნათდებოდა მასში გაჭრილი მართკუთხა ვიწრო და მაღალი სარკმლებით. ეკლესიის საკურთხევლის გვერდებზე ნიშებია მოწყობილი, ისევე როგორც კუნტუსის XI–XIII და ძველი შუამთის VII საუკუნის დიდი გუმბათიანი ეკლესიების. ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ძეგლის უკეთ გარკვევა და შემორჩენილი დეტალების მიხედვით იგი დათარიღებული შეიძლება იქნეს VIII–IX საუკუნეებით, ეკლესიამ განიცადა აღდგენა-რესტავრაცია გვიან პერიოდში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24495