თეთრახევის წმინდა გიორგის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრახევის წმინდა გიორგის ხატი, სალოცავი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრახევის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ხატი ოთხკუთხა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა (2,5x0,97 მეტრი, სიმაღლე 1,7 მეტრი), დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ხატს ფიქალის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]