თეგეტა დისტრიბუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეგეტა დისტრიბუცია
დარგი საავტომობილო პროდუქტების ბითუმი გაყიდვა
დაფუძნდა 2020
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
თანამშრომელი 80-მდე
ფილიალი 9

თეგეტა დისტრიბუცია (Tegeta Distribution) - გახლავთ Tegeta Motors-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საბითუმო გაყიდვების სფეროში მოღვაწეობს. კომპანია ემსახურება 4000-მდე საბითუმო მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. თეგეტა დისტრიბუცია მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების პროდუქტების, აქსესუარებისა და ნაწილების ბითუმ გაყიდვებს. კომპანია უზრუნველყოფს 150,000-მდე დასახელების პროდუქტის მიწოდებას. პროდუქტები წარმოდგენილია შემდეგ კატეგორიებში: საბურავები, მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების ნაწილები, აკუმულატორები, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, დანადგარები და საგარაჟე მოწყობილობები, ხელსაწყო-ინსტუმენტები.

2020 წლამდე საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის მიმართულება ფუნქციონირებდა ჰოლდინგური კომპანიის, თეგეტა მოტორსის, სახელის ქვეშ. 2020 წლის 20 ივნისიდან დაფუძნდა როგორც თეგეტა ჰოლდინგის შევილობილი კომპანია და ბაზარზე ოპერირებს შპს „თეგეტა დისტრიბუციის“ სახელით.

თეგეტა დისტრიბუცია ახდენს 200-მდე მსოფლიო ბრენდის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. ეს ბრენდებია: BRIDGESTONE, RIKEN, STARMAXX, SUNFULL, KAMA, SHELL, MOBIL, MOTUL, CHAMPION, ROLF, FILTRON, MANN FILTER, TOPTUL, TOTAL, DAYCO, BOSCH, VECTOR და ა.შ