თბილისის ნავთობის საბადოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის ნავთობის საბადოები ცნობილი იყო ძველთაგანვე. ეს ასახულია თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ნავთლუღის სახელწოდებაში. ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსას”: „ტფილისის სამხრაღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების”.

ნავთობის გეოლოგიური კვლევა თბილისში დაიწყო XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, კავკასიის სამთო სამმართველოს დაარსების შემდეგ. 1881 წელს სამთო ინჟინერმა გრიგოლ წულუკიძემ ძებნა-ძიებითი სამუშაოები ჩაატარა ნავთლუღის მიდამოებში. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან გეგმაზომიერ და სისტემატურ გეოლოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს ატარებდა ტრესტი „საქნავთობი”. თბილისის მიდამოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე საბადო. თბილისის საბადოების წილად მოდის საქართველოში 1930 წლის შემდეგ მთლიანად მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]