თარგი:დღის სტატია:12-28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოცეოლა
ოცეოლა

ოცეოლა (Osceola; დ. 1804 – გ. 20 იანვარი, 1838) — ფლორიდის სემინოლ ინდიელთა ლიდერი. წინამძღოლობდა გაცილებით მცირერიცხოვან სემინოლთა წინააღმდეგობას სემინოლთა მეორე ომში, როდესაც აშშ ცდილობდა სემინოლთა მათი მიწებიდან განდევნას. როდესაც ის დაიბადა სოფელ ტალასაში, მისი სახელი იყო ბილი პაუელი, შემდეგ კი მას დაარქვეს ოცეოლა. ოცეოლას ძარღვებში მრავალი ქვეყნის წარმომადგენლის სისხლი ჩქეფდა: ამერიკელი, ბრიტანელი, შოტლანდიელი და ინდიელი წინაპრების. მისი კანის შეფერილობა მუქი იყო. მისი დედა პოლი კოპინგერი იყო ქალიშვილი ანა მაკქვინის რომელიც ნახევრად შოტლანდიელი და ნახევრად მუსკოჯელი იყო. მრავალი წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ ოცეოლას მამა იყო ინგლისელი მოვაჭრე უილიამ პაუელი.