თარგის განხილვა:ინფოდაფა იარაღი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადმოქართულებაზე არ გიფიქრიათ? მგონი ჯობს. გიო ოქრო 14:53, 10 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

არქიტექტურა აქვს შესაცვლელი. მოძველებულ წყაროს იყენებს. მაგრამ ეს რაც არის ინგლისურად, სინამდვილეში არის პარამეტრები (და არა ველების ასახული სახელები). ეგენი რომ ითარგმნოს, მაშინ ყველა ამ სტატიაში უნდა შეიცვალოს ახალი ინფოდაფით - https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სპეციალური%3AWhatLinksHere&target=თარგი%3Aინფოდაფა+იარაღი&namespace=0 --Abandoner განხილვაწვლილი 14:57, 10 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

როგორც მოითხოვს ისე შევცვალოთ ყველაფერი. ცოტა ბევრი შრომა კი მოგვიწევს. :) გიო ოქრო 15:02, 10 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

გათვლა/ჯგუფეული[წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „ჯგუფეული“ ქართულ სამხედრო საქმეში არ გამოიყენება. ქვემეხის ეკიპაჟს ჰქვია გათვლა, შესაბამისად, არის ოფიციალური თანამდებობები: გათვლის მეთაური, გათვლის ნომერი, გათვლის მძღოლი და ა.შ. თუ ჩემი, როგორც არტილერისტის პირადი 10-წლიანი გამოცდილება საკმარისი არაა, იხ. აქ. შესაბამის ცვლილებას ვაუქმებ. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 09:48, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Anry.kiknavelidze არის შესაბამისი წყაროები. იხ.: https://mil.dict.ge/ka/word/2609/crew/ და http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=9&t=105297. გიო ოქრო 09:51, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, რომ არის წყარო ორივესთვის, მაგრამ ეგ ტერმინი არ გამოიყენება პრაქტიკაში. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 09:52, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze პრაქტიკაში შეიძლება ბევრი არასწორი ტერმინი გამოიყენებოდეს. აქ მთავარი ისაა, რა არის ნორმატიული. ვიკიპედიაში ვწერთ ნორმატიულს. გიო ოქრო 09:53, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
რადგანაც ორივეზე გვაქვს წყარო, იყოს ორივე.--Melberg მიწერა 09:58, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
აქვე, ცვლილების გაუქმებამდე ჯერ განხილვას ველოდებით ხოლმე, როგორც წესი :) გიო ოქრო 10:04, 22 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]