თავისუფლების კლუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავისუფლების კლუბი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც 2010 წელს დაარსდა საზოგადოებისათვის კონსერვატიული და ლიბერტარიანული იდეების გაცნობისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით. კლუბის მთავარი ფასეულობებია ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროთი შემოფარგლება და გულისხმობს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა:

  • საჯარო ლექციების მოწყობა;
  • დებატებისა და დისკუსიების გამრთვა;
  • ბანაკების ორგანიზება;
  • საზოგადოებაში ინფორმაციულობის დონის ამაღლება;
  • ლიტერატურის თარგმნა და გავრცელება;
  • სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე მუშაობა.

განხორციელებული პროეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბმა უკვე მოაწყო 10-ზე მეტი საჯარო ლექცია, რომელთაც უძღვებოდნენ საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი ლექტორები, წარმატებული მოაზროვნეები. ასევე 2012 წლის 11-17 თებერვალს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩაატარა პირველი თავისუფლების ბანაკი, სადაც მონაწილეობა მიიღო 80-მდე დაინტერესებულმა სტუდენტმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]