ზღარბაბუზისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზღარბაბუზისებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Tachinidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ზღარბაბუზისებრნი (Tachinidae) (ბერძნ. tachivos, იგივეა, რაც tachus — სწრაფი) — მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აერთიანებს 5 ათასამდე სახეობას, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული, განსაკუთრებით ტროპიკებში. ზღარბაბუზისებრთა სხეულის სიგრძე 2-იდან 20 მმ-მდეა. მათი მატლები პარაზიტობენ მწერებსა და სხვა უხერხემლოებზე. ზოგი სახეობა კვერცხმდებია, ზოგი — ცოცხლადმშობი. დედალი ზღარბაბუზისებრნი კვერცხებს დებს "პატრონის", უმთავრესად მწერების მატლების სხეულზე, იშვიათად — მცენარეებზე. ზღარბაბუზისებრნით დიდი მნიშვნელობა აქვთ მავნე მწერებთან ბრძოლაში. მათი ბევრი სახეობა საგანგებოდ არის გადაყვანილი მრავალ ქვეყანაში ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლებთან (კოლორადოს ან იაპონური ხოჭო, არაფარდი აბრეშუმხვევია და სხვა) საბრძოლველად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 547, თბ., 1979