ზემო ოქროყანის კოშკების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ოქროყანის კოშკების კოპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს მდინარე მნაისისწყლის ორივე ნაპირზე, მდინარის მარცხნივ მდებარე ოთხი კოშკიდან სამი თითქმის დანგრეულია. მათგან შემორჩენილი მხოლოდ სამხრეთით მდგარი კოშკი, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.

შენობა გეგმით კვადრატულია (6,1x6,1 მ), ზემოთკენ შევიწროებული, ნაგებია მოწითალო ფერის ნატეხი ქვით. ფასადზე ქვები მოსწორებულია. შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის მცირე ნაწილი, ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები. კოშკს თაღოვანი შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს მეორე სართულის დონეზე. პირველი სართული ყრუა. იგი დამხმარე სათავსი იყო. მეორე სართულის სამ კედელში თითო-თითო სათოფურია. მესამე სართულზე ერთი სათოფური დასავლეთ კედელშია, ხოლო ჩრდილოეთში სამი. მეოთხე სართულზე ოთხივე მხარეს ორ-ორი სათოფურია. კოშკი ცოკოლზე დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]