ზემო ნიჩბისის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზემო ნიჩბისის სამაროვანი.

ზემო ნიჩბისის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისის განაპირას, სოფელ დიდგორისკენ მიმავალი გზის ორივე ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანი გათხარა მცხეთის მუდმივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). აღმოჩნდა მიწაში 0,45-1,15 მ სიღრმეზე ჩადგმული უხეშად დამუშავებული ქვიშაქვის ფილებისაგან შედგენილი ქვაყუთები. სამარხები უმეტესად საოჯახო-კოლექტიურია. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხთა უმეტესობა უინვენტაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]