ზემო ნიჩბისის მეორე სამაროვანი
ზემო ნიჩბისის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისის ჩრდილოეთით 1,5 კმ-ზე, ადგილ ფეიქრიანთ სათიბში. თარიღდება ფეოდალური ხანით.ნიაღვრისაგან გაშიშვლებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხობილი ქვიშაქვის ფილებით ნაგები ქვაყუთები. აქვე შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 288.