ზემო ბოლის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ბოლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. შესასვლელი აღმოსავლეთი კედლის პირველ სართულშია გაჭრილი.

კოშკს გარშემო მიშენებული აქვს ხის ნაგებობანი, შიგნით შესვლა და აზომვა ვერ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 74