ზემოლისის ეკლესიის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემოლისის ეკლესიის წარწერა — ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა ქარელის მუნიციპალიტეტის ზემოლისის ციხის (1991 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში) ეკლესიაზე. წარწერა ამოღარულია ეკლესიის სამხრეთის კარის თავზე.[1][2]

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა ხუთსტრიქონიანია:

  1. ნებითა ღმრთისაჲთა
  2. მე ფბრნია თოალოისა ასოლმნ
  3. აღვაშენე წა ესე ეკლესია ვკთხ
  4. საფარველად ძმისა ჩემისა აბლთ
  5. ...

ანუ:

  1. ნებითა ღმრთისაჲთა
  2. მე ფებრონია, თუალოისა ასულმან
  3. აღვაშენე წმიდა ესე ეკლესია, ვაკურთხ[ე]
  4. საფარველად ძმისა ჩემისა აბულეთ–
  5. ის[ა]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერას ახასიათებს //–ს –თი გადმოცემა. ყურადღებას იქცევს –ს კლება სახელობითში (წმიდა ესე ეკლესია), რაც ცოცხალ მეტყველებას ასახავს. საინტერესოა საკუთარი სახელი თუალა.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნ. შოშიაშვილის აზრით წარწერა X საუკუნისაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 190
  2. Р. Меписашвили, В. Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида Картли, ст. 103-104

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 5–98