ზაქაიძეების ციხე და კოშკი
ზაქაიძეების ციხე და კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში, განეკუთვნება XVII საუკუნეს. კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან, პირველი სართულიდანაა, მეორე სართულის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურები და რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებულია გრძელი ქვის ფილები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 350.