ზაზალოს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაზალოს ციხე — ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს დასავლეთით 2 კილომეტრში, კლდოვან გორაკზე. შემონახულია მხოლოდ აღმოსავლეთი და დასავლეთი კოშკები, კედლები კი ნანგრეევების სახითაა შემორჩენილი. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. სამხრეთი კედელი მონგრეულია. ასევე ნაწილობრივ დანგრეულია ორივე კოშკის კედლები.

ნაგებია ლოდებითა და კირხსნარით კლდის მასივზე. კლდის თხემი მთლიანად ციხესიმაგრეს უკავია. აღმოსავლეთ კოშკის ნაშთი მრგვალია, დასავლეთისა — ოთხკუთხა, გარედან კუთხეებმომრგვალებულია. იგი ოთხსართულიანია, შემორჩენილია ბუხარი, სალოდეები და სამზერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 299.
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ., 140-141