ვრანგელის სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stockholm - Riddarholmen, Wrangelska Palatset.jpg

ვრანგელის სასახლე (შვედ Wrangelska palatset) სტოკჰოლმში მდებარე სასახლეა, სადაც 1753 წლიდან სამხარეო სასამართლოს აქვს ბინა დადებული.

სახლს დიდი ხნის ისტორია აქვს. სამხრეთით მდებარე კოშკს, 1530-იან წლებში, გუსტავ ვაზას დროიდან თავდაცვითი საფორტიფიკაციო დანიშნულება ჰქონდა. დაახლოებით 1630 წელს სასახლე ლარს სპარეს საცხოვრისად გადაკეთდა.

1652-1670 წწ სასახლე გაფართოვდა ხუროთმოძღვარ ნიკომედუს ტესინის მიერ თავად კარლ ვრანგელისთვის. 1693 წლის ხანძრის შემდეგ სასახლე კიდევ ერთხელ გაფართოვდა და გადაკეთდა, რათა სამეფო სასახლეც ქცეულიყო ტრე კონორის ციხესიმაგრის გადაბუგვის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში სასახლეს კუნგსჰუსეტი (მეფის სახლი) ეწოდებოდა. 1802 წელს სასახლე ისევ ხანძარმა დააზიანა და საბოლოოდ გადაკეთდა არქიტექტორ ქრისტოფერ გიორველის მიერ.