ვლადიმერ ჯიქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ გაბრიელის ძე ჯიქია (დ. 1893 — გ. 1937) — ქართველი ინჟინერი, ჰიდროენერგეტიკოსი.

1913 წლიდან რსდპმ-ის წევრი, პირველი საბჭოთა სამხედრო ჟურნალის „კრასნი კომანდირ“ რედაქტორი, საქართველოს სამხედრო-საზღვაო საქმეთა კომისარი, პეტროგრადის ოლქის სამხედრო სასწავლებლის კომისარი. დახვრიტეს 1937 წელს.

თბილისში არსებობდა მისი სახელობის ქუჩა (ახლანდ. ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დეკანოზი ნიკიტა მალაქიას-ძე თალაქვაძე, „მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“, (გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი), თბ., 2013