ვლადიმერ ჭელიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ გიორგის ძე ჭელიძე (დ. 2 მარტი, 1906, სოხუმი, — გ. 14 ივლისი, 1978, თბილისი), ქართველი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951), საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე (1961).

1929 წ. დაამთავრა თსუ. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა იქვე. 1942 წლიდან სკკპ წევრი. 1950-78 წწ. იყო თსუ ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე, ხოლო 1848-52 წწ. მუშაობდა საქართველოს ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში (1951-52 — დირექტორი). ჭელიძის ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის თეორია. ჯერად მწკრივთა და L2-კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები, შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი და სხვ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯვარშეიშვილი, ა., ქსე, ტ. 11, გვ. 390. თბ., 1987
  • ვლადიმერ ჭელიძე-მეცნიერი და მოქალაქე: ეძღვნ. ვლადიმერ ჭელიძის დაბადებიდან 100 წლისთავს: [კრებული] / საქ. მათემატიკოსთა კავშირი ; [წინასიტყვ. ჯ. შარიქაძე] - თბ.: ინტელექტი, [2007] - 48 გვ.; 20 სმ. - ISBN 978-99940-989-7-2
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები