ვიქტორია ფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია ფორდი

ოფიციალური პორტრეტი, 2022 წელი
დაბადების თარიღი

ვიქტორია გრეის პოლოკი, 1967 წლის 21 სექტემბერი (56 წლის),

ომა, ტირონის ოლქი, ჩრდილოეთ ირლანდია
ეროვნება ბრიტანელი
ალმა-მატერი კემბრიჯის სამების კოლეჯი
წოდება ღრმად პატივცემული
პარტია კონსერვატიული მოძრაობა
მეუღლე(ები) ჰიუგო ფორდი (დაქ. 1996 წელი)
შვილ(ებ)ი 3
საიტი www.vickyford.uk

ვიქტორია გრეის ფორდი (დაბადების გვარი – პოლოკი, 1967 წლის 21 სექტემბერი) არის ბრიტანელი პოლიტიკოსი და კონსერვატიული პარტიის წევრი, რომელიც იკავებდა განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 6 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე.[1] იგი ასრულებდა პარლამენტის წევრის მოვალეობას ჩელმსფორდში 2017 წლიდან მოყოლებული. ვიქტორია ფორდი არის ყოფილი საინვესტიციო ბანკირი, რაიონული კანცლერი და ევროპარლამენტარი აღმოსავლეთ ინგლისისთვის 2009-დან 2017 წლამდე.

ფორდი ასრულებდა განათლების დეპარტამენტის მინისტრის მოვალეობას 2020-დან 2021 წლამდე, როცა გადავიდა საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში, იმ მთავრობის ფარგლებში, რომელსაც მეთაურობდა ბორის ჯონსონი. 2022 სექტემბერში, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ფორდი დააწინაურა განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. 2022 წლის 25 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იგი დაუბრუნდა პარლამენტის რიგითი წევრის პოზიციას.

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია გრეის პოლოკი დაიბადა 1967 წლის 21 სექტემბერს ომაში, ტირონის ოლქში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ენტონი და დებორა მარიონ პოლოკის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ინგლისელი ექიმები.[2][3][4] ფორდი საკუთარ დედასთან ერთად ბავშვობის ასაკში მონაწილეობას იღებდა მშვიდობის მოძრაობაში, ხოლო მამამისი, ჩრდილოეთ ირლანდიის პარტიის ალიანსის სახელით იბრძოდა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისთვის.[5]

იგი დადიოდა ჩრდილოეთ ირლანდიის დაწყებით სკოლასა და ომას აკადემიაში, მაგრამ მამამისის გარდაცვალების შემდგომ, იგი გადავიდა ინგლისურ სკოლებში. ფორდმა განათლება მიიღო წმ. პოლის გოგონების დამოუკიდებელ სკოლაში, მერლბოროუს დამოუკიდებელ კოლეჯსა და მოგვიანებით, სწავლობდა მათემატიკასა და ეკონომიკას კემბრიჯის სამების კოლეჯში.

1989-დან 2001 წლამდე პერიოდში, ვიქტორია ფორდი მუშაობდა მორგან ჩეიზთან. იგი დააწინაურეს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე სესხების სინდიკატის დეპარტამენტში.[6] 2001 წელს, ფორდი შეუერთდა "ბიარ სტერნის" კომპანიას, სადაც იგი ასრულებდა მმართველი დირექტორის მოვალეობას 2003 წლამდე.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ფორდი შეუერთდა კონსერვატიულ პარტიას 1986 წელს. 2006 წელს, იგი აირჩიეს ადგილობრივ კანცლერად და დაიკავა ადგილი სამხრეთ კემბრიჯშაირის რაიონის საბჭოში. იგი ბირმინგემის ნორთფილდის ოლქის საპარლამენტო კანდიდატი იყო 2005 წლის საყოველთაო არჩევნებში, თუმცა დამარცხდა ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო წევრთან, რიჩარდ ბურდენთან.[7][8]

2007 წელს, ფორდმა მთავარი წვლილი შეიტანა გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო სისტემის "რეფორმის კომისიის" გადახედვაში.

ევროპარლამენტის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ფორდმა გაიმარჯვა 2009 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში და გახდა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ინგლისიდან.[9] იგი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის ბიუროს წევრი იყო და მონაწილეობდა ჩინეთთან ურთიერთობებში პარლამენტის დელეგაციის წევრის სახით.

პარლამენტარი ფორდი ასრულებდა რეპორტიორის როლს ხანძარსაწინააღმდეგო კანონების, უცხოური ნავთობის, გაზის უსაფრთხოებისა და ფისკალური ჩარჩო-განკარგულების რეფორმების განხორციელებაში და ცდილობდა გამჭვირვალობისა და საჯარო ხარჯების მიმართ ანგარიშვალდებულების ზრდას. ვიქტორია ფორდი იყო მთავარი მომლაპარაკებელი ჰორიზონტი 2020-ის კვლევის ფონდისა და საბანკო კაპიტალის მოთხოვნების, ისევე როგორც სადეპოზიტო გარანტიის გეგმებისა და საცხოვრებელი გირავნობის მიმართულებით.[10]

2009-დან 2014 წლებს შორის, ვიქტორია ფორდი იყო მრეწველობის, კვლევის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მონეტარულ საქმეთა ევროპარლამენტის კომიტეტების წევრები.[11]

2014-დან 2017 წლებს შორის, იგი თავმჯდომარეობდა შიდა მარკეტისა და მომხმარებელთა დაცვის ევროსაპარლამენტო[12] და პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტებს, რომელთაგან ეს უკანასკნელი მიმართული იყო ციფრულ პოლიტიკასა და მომსახურებისა და საქონლის მიმართ სავაჭრო შესაძლებლობების აღმოჩენისკენ.[13]

2016 წელს, ახალი ამბების ორგანიზაციამ Politico Europe ფორდი შეიყვანა ევროპარლამენტის ათ ყველაზე გავლენიან წევრს შორის, კერძოდ კი, მის მიერ ციფრული პოლიტიკის მიმართ გაწეული სამსახურის გამო.[14]

პარლამენტის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ფორდი აირჩიეს კონსერვატიული პარტიის სიით ჩელმსფორდის წარმომადგენლად 2017 წლის საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებში.[15] 2017 წლის 21 ივნისს, ფორდი იყო პირველი, ვინც წლის განმავლობაში მოხსენებით გამოვიდა დებატებში. 2017–2019 წლების პარლამენტში, იგი ირიცხებოდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, ასევე ქალთა და თანასწორობის კომიტეტებში.

2018 წლის აგვისტოში, ვიქტორია ფორდი დაინიშნა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მინისტერიალის ჯგუფის პირად საპარლამენტო მდივნად. 2019 წლის აგვისტოშივე, ფორდი გახდა საერთაშორისო განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ელოკ შარმას პირადი საპარლამენტო მდივანი.

2020 წლის თებერვალში, კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ფორდი დაინიშნა შვილების მინისტრის პოზიციაზე, განათლების დეპარტამენტში საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის დაქვემდებარებაში, რომელიც პასუხისმგებელი იყო შვილებისა და ოჯახების საკითხების მიმართ.[16]

2021 წლის სექტემბერში, კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, ვიქტორია ფორდმა შეწყვიტა შვილების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა და საგარეო, თანამეგობრობის, და განვითარების ოფისში დაიწყო აფრიკის განხრით საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე მუშაობა.[17] 2022 წლის იანვარში, ფორდმა განცხადება გააკეთა და დაგმო 2022 წელს ბურკინა ფასოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება.

2022 წლის 6 სექტემბერს, ვიქტორია ფორდი დაინიშნა განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, სადაც შეეგება ახალ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს,[18] ხოლო 2022 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოსწევრად.[19] ფორდმა დატოვა პოსტი 25 ოქტომბერს, როცა რიში სუნაკმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და დაუბრუნდა პარლამენტის რიგით წევრობას.[20]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია დაქორწინდა ჰიუგო ფორდზე 1996 წელს. მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი. წყვილი ერთმანეთს შეხვდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ვიქტორია სწავლობდა სამების კოლეჯში, ხოლო ჰიუგო - მაგდალინის კოლეჯში. ჰიუგო ფორდი არის ონკოლოგი და ადენბრუკის ჰოსპიტალის სიმსივნის მომსახურების დირექტორი.[21][22][23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rishi Sunak - live updates: Jacob Rees-Mogg among departures as Sunak appoints new cabinet after warning of 'difficult decisions' ahead en. ციტირების თარიღი: 2022-10-25
  2. Vicky Ford interview: Europe's values. Agendani (2 September 2010). ციტირების თარიღი: 26 September 2019
  3. Ford, Victoria Grace. UK Who's Who. DOI:10.1093/ww/9780199540884.013.U250798. ISBN 978-0-19-954088-4. 
  4. Vicky Ford. European Parliament. ციტირების თარიღი: 26 September 2019
  5. Local Government Elections 1973-81: Omagh. Economic and Social Research Council (Ark). ციტირების თარიღი: 23 September 2022
  6. Townsend, Piers (28 March 2001). „Bear Stearns Hires JP Morgan Loan Specialist“. Financial News. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
  7. „Vicky Ford“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 May 2014.
  8. Result: Birmingham Northfield. BBC News (6 May 2005). ციტირების თარიღი: 26 September 2019
  9. „European Election 2009, UK Results, East of England“. BBC News. 7 June 2009. ციტირების თარიღი: 16 May 2013.
  10. Vicky Ford, History of Parliamentary Service, 7th parliamentary term. ციტირების თარიღი: 2022-09-20
  11. Vicky Ford, Reports as Rapporteur 7th parliamentary term. ციტირების თარიღი: 2022-09-20
  12. Internal Market and Consumer Protection – Members. European Parliament. ციტირების თარიღი: 19 January 2016
  13. Committee Guide IMCO (29 June 2020). ციტირების თარიღი: 2022-09-20
  14. Heath, Ryan. „The 40 MEPs who actually matter“. Politico. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
  15. „Election 2017: Chelmsford parliamentary constituency“. BBC News. 9 June 2017. ციტირების თარიღი: 13 June 2017.,
  16. Ministerial appointments: February 2020 en. ციტირების თარიღი: 2020-02-15
  17. Will Quince replaces Vicky Ford as children and families minister en (2021-09-17). ციტირების თარიღი: 2021-09-19
  18. New Ministerial Appointments en. ციტირების თარიღი: 2022-09-13
  19. Orders for 13 September 2022. Privy Council Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 14 September 2022
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-26. ციტირების თარიღი: 2024-03-05.
  21. Vicky Ford MEP. South East Cambridgeshire Conservatives. ციტირების თარიღი: 21 June 2017
  22. „Vicky Ford MEP – My East Anglia“. East Life. 14 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 21 June 2017.
  23. Dr Hugo Ford. Cambridge University Hospitals NHS Foundation Trust. ციტირების თარიღი: 26 September 2019