ვიკონტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიკონტი (ფრანგ.: Vicomte, ინგლ.: Viscount, იტალ.: Visconte) ევროპული არისტოკრატიული ტიტულია. სახელწოდება მოდის ლათინური "ვიკეკომეს" ან "ვიცეკომეს"-იდან (ლათ.: Vicecomes) და ნიშნავდა გრაფის ნაცვალს, ვიცე-გრაფს. ინგლისში და საფრანგეთში ამ ტიტულის მქონე ადამიანი დგას ბარონსა და გრაფს (ინგლ.: ერლი, ფრანგ.: კონტი) შორის.

ტიტული პირველად გამოჩნდა საფრანგეთში 819 წელს და ინგლისში სავარაუდოდ ნორმანების მიერ უნდა იყოს შეტანილი. ხშირ შემთხვევაში "ვიკონტის" ტიტულს გრაფების ან მარკიზების უფროსი ვაჟები ატარებდნენ.