ვიკიპედია განხილვა:ფორუმი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეტყობინება
ეს გვერდი არ არის ზოგადი შეკითხვების დასმის ადგილი.
ეს გვერდი განკუთვნილია ვიკიპედიის გვერდის „ვიკიპედია:ფორუმი“ განხილვისთვის.
თუ გჭირდებათ დახმარება, იხ. დახმარების გვერდი ან მოგვწერეთ ფორუმზე..

მდგომარეობა ქართულ ვიკიპედიაში[წყაროს რედაქტირება]

არ ვიცი რა პრინციპით არიან შერჩეული ქართულ ვიკიპედიაში უფლებამოსილი პირები, შეიძლება ვიკიპედიის ფარგლებში სპეციალური მომზადებაც გაიარეს, მაგრამ ზოგიერთისთვის საინფორმაციო სისტემების და ზოგადად ვიკიპედიის დანიშნულბა რომ მომხმარებლისთვის იფორმაციის მიწოდებაა, მგონი არავის უსწავლებია.

ინფორმაცია კი თუმდაც დადგენილი წესებით დალაგებულ ნებისმიერ სიტყვათა ერთობლიობას კი არ მოაქვს, არამედ ამ სიტყვებით გადმოცემულ შინაარსს, თუკი ის ზრდის ჩვენს ცოდნას სამყაროზე, ამცირებს ენტროპიას.

ამის გაგების ნაკლებობა სჩანს - გაჩაღებულია ყოვლად გაუმართლებელი შეჯიბრი რედაქტირებული და ავტორობით გამოქვეყნებული სტატიების  რაოდენობაზე.

რედაქტირება (თუნდაც ტექნიკური) ძალიან შრომატევადი პროცესია და აუცილებლად მოითხოვს ავტორთან თანამშრომლობას, წარმატების შემთხვევაში რედაქტორი სტატიის ფაქტიური თანაავტორია. პროცესის შრომატევადობის და სათანდო უნარის მოთხოვნის გამო შეუძლებელია ადამიანმა სრულფასოვნად განახორციელოს ათიათასობით სტატიის რედაქტირება. ასეთი ადამიანი ავტომატურად იქცევა ცენზორად, რომელიც ყოველგვარი განხილვის და დასაბუთების გარეშე უსწრაფესად იღებს უყოყმანო გადაწყვეტილებას მის წინ არსებული სტატიის ბედზე.

ავტორობა კი კიდევ უფრო მაღალ კომპეტენციას მოითხოვს განხილვის საგანზე. ასეთი კომპეტენციის გარეშე სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მასალის სრულყოფილი კომპილირებაც ვერ მოხდება და არ მეგულება იმდენად ერუდირებული ადამიანი, რომელიც დაწერს ათასობით მისაღებ ენციკლოპედიურ სტატიას.

გარდა ამისა, გარკვეულ სფეროში მომუშავე ათასობით(?) სტატიის ავტორის იგივე სფეროში ათიათასობით(?) სტატიის ცენზორობისას დიდია ძირითადი პრინციპის - მიუკერძოებლობის დარღვევის რისკი.

ამის გამო ქართულ ვიკიპედიაში სტატიების დიდ რაოდენობას მოაქვს ინფომაციის ნაცვლად დეზინფორმაცია, ცოდნის ნაცვლად - უმეცრება.

ეს ჩემი აზრია, ვინც მეტი იცით, მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით, თქვენი აზრი საინტერესოა.

თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 13:03, 30 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

@თემურ გოთუა: მოგესალმებით. მიმდინარე გვერდი არის ზოგადად ფორუმის მუშაობის გვერდი. ფორუმს აქვს სექციები, მაგალითად ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება, სადაც მსგავსი საკითხები, თუ არ ვცდები, განიხილება. აქტიურობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ შესაბამისი თემატური ადგილი სწორედ ნახსენები სექციაა. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 13:30, 30 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

მადლობთ, რას მირჩევთ, გადავიტანო დაწერილი? იქ თუ გადავიტან ტექატს, აქ შეიძლება წაიშალოს თუ უნდა დარჩეს? თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 03:54, 31 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

@თემურ გოთუა: ვფიქრობ, კი. შეგიძლიათ, მთლიანად წაშალოთ, რაც გვიწერია აქ და დატოვოთ მხოლოდ გვერდის თავში არსებული "ქუდი" (რომელსაც აწერია "ეს გვერდი არ არის ზოგადი შეკითხვების დასმის ადგილი"), თქვენი კითხვა კი შესაბამის სექციაში შეიტანოთ. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 05:25, 31 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

ცოტა დაჩქარებულად გთხოვეთ რჩევა, ისე რომ ყველაფერი არ გამიაზრებია, ცხადია, გაზავნილი უთანხმოებამ დამაწერინა, მაგრამ ტექსტში კონკრეტულ შემთხვევაზე არ მაქვს ლაპარაკი, არამედ დანახულ სისტემურ პრობლემაზე, ამაზე სალაპარაკო თემატური სექციას ვერ ვხედავ. თქვენი ყურადღება მივიპყარი, იმედია კიდევ ვიღაცის მაინც, მაგრამ გამოხმაურება ვერ მივიღე. სხვა გზები უნდა ვეძიო.
თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 18:10, 1 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]