ვიკიპედია განხილვა:უარყავი ყველა წესი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაურზე დამეხმარეთ. მე უკეთესი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ არც ეს მომწონს მაინც და მაინც.—G.G. 09:56, 13 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგია. უკეთესი შეუძლებელია. Ignoriere alle Regeln — სიტყვასიტყვით: იგნორირება გაუკეთე ყველა წესს. აშკარად შენი ვარიანტი ჯობია. — დავით პასუხი 11:20, 13 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგი. :) მაშინ მალხმობებს გავაკეთებ.—G.G. 11:25, 13 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ ვიკიპედიის წესი ხელს გიშლით ვიკიპედიის გაუმჯობესებასა ან შენარჩუნებაში, ყურადღებას ნუ მიაქცევთ მას. როგორ გავიგოთ? რაღაც აბსურდამდე მივდივართ მგონი ვიკრიჭები --მიხეილ (მიწერა) 13:47, 14 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰმ... მე ჩვეულებრივ მესმის, რამე არასწორია?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 13:51, 14 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
დაინტერესებული პირები შეგიძლიათ, ამათ გაენოთ და თაგმნოთ სურვილისამებრ.— G.G. 13:56, 14 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე თარგმანზე არ გამომითქვამს პრეტენზია. ზოგადად გამიკვირდა ვიკისგან ასეთი წესი. --მიხეილ (მიწერა) 13:58, 14 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე ასე გავიგე: თუ რაიმე წესი გვიშლის ვიკიპედიაში რედაქტირების გაკეთებას (ვანდალიზმის გარეშე რედაქტირებას), არ მივაქციოთ ყურადღება (თუ სერიოზული დარღვევა არაა).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 14:03, 14 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ყველა წესის უარყოფის პრინციპი არაა მხოლოდ ვიკიპედიაში, ეს პრინციპი ბევრ სხვა სფეროშიც მოქმედებს. ყველა წესის უარყოფის პრინციპი ემსახურება სამართლიანობის დაცვას და მიმართულია იქითკენ, რომ კანონიერება სამართლიანობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. მოგეხსენებათ, კანონიერება ძალიან სხვა რამეა და სამართლიანობა ძალიან სხვა რამე :). პრაქტიკაში ძალიან ბევრი განსხვავებული შემთხვევა შეიძლება მოხდეს, რომლებსაც წესებით და კანონებით წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, ამიტომ ყველა შემთხვევას ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ზუსტად ამიტომ, თუკი მოქმედი წესი ხელს გვიშლის საერთო მიზნის მიღწევაში, შეგვიძლია უარვყოთ კონკრეტულ შემთხვევებში. ესაა ზოგადად ამ პრინციპის ახსნა. ვიკიპედიაშიც, სადაც ზოგჯერ გვიყვარს კანონებით ლაპარაკი და გვავიწყდება სამართლიანობა, ეს პრინციპი აბსოლუტურად გამართლებულია ვიღიმი. Deu. 15:08, 14 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
დათომ სწორად ახსნა, თითქმის ამომწურავად :} დავამატებდი მხოლოდ თავად ჯიმი უელსის სიტყვებს IAR is policy, always has been, და იმას, რომ ეს წესი იყო ვიკიპედიის ერთ-ერთი პირველი (თუ პირველი არა) ოფიციალური პოლიტიკა. — G.G. 18:22, 15 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]