ვიკიპედია განხილვა:ახალი თავფურცელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
{{{განმარტება}}} განცხადება
[[სურათი:{{{სქოლიო}}}.gif]]


ალსანდრო, შენ შექმენი ახალი თავფურცლის ორი ვარიანტი. მე პირადად მომწონს პირველი ვარიანტის მოკლე ფორმა. ე. ი. მესამე ვარიანტი (რომელიც არ არსებობს), რადგან ქართულ შრიფტს უფრო პატარა სიმბოლოები უხდება ვიდრე მეორე ვარიანტის დიდი სიმბოლოები. ტექსტი ოდნავ დასამუშავებელია, მაგ. ამჟამად შექმნილია თუ მუშაობის პროცესშია (როგორც ძველშია), - რადგან 7,300 სტატიიდან ბევრი არის დაუმთავრებელი; ეს დღე ისტორიაში თუ რა მოხდა დღეს; საინტერესო ფაქტები (როგორც ძველში) თუ იცით თუ არა, რომ… - ასეთ წვრილმანებზე შეიძლება შეთანხმება და ა.შ.

მთავარი გვერდი შექმნილია 2004 წლის 2 ნოემბერს Malafaya-ს მიერ, როგორც ისტორია გვეუბნება ე. ი. ქართული ვიკიპედია ამ დღიდან არსებობს და არა 2005 წლის იანვრიდან (მეორე ვარიანტში წერია).

ალბათ, ცუდი არ იქნება თუ ამ განცხადებაში ჩართავ ახალი თავფურცლის მეორე ვარიანტსაც. შეიძლება ზოგი მომხმარებელი საერთოდ წინააღმდეგია ახალი თავფურცლის შექმნისა(ეს ვარიანტიც არ უნდა გამოირიცხოს). ჯერ ამაზე ხომ არ უნდა გვეყარა კენჭი? ეს ყველაფერი ერთპიროვნულად ხომ არ კეთდება?

აგრეთვე მაქვს თხოვნა, რომ მოსაზრებები დაიწეროს ქართულად (მხოლოდ არაქართველებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი უცხო ენაზე). პირადად შენთან კი ასეთი თხოვნა მექნება - სანამ ახალი თავფურცლის პრობლემა არ გადაწყდება სხვა რამე კენჭისყრაზე არ დააყენო. მახსოვს თარგებით დაიწყე მუშაობა, რომელიც თუ არ ვცდები ჯერ დამთავრებული არ არის. თბილისში თუ იქნები 22-25 აგვისტო? ვიკიპედიელები უნდა შევიკრიბოდ აუცილებლად, რომ ერთად ვიმუშაოდ და არა ცალ-ცალკე. შენ რომელი ვარიანტი მოგწონს? Zangala 21:02, 27 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ოკ, გმადლობ ცანგალა კომენტარისთვის. რეზიუმირებას გავუკეთებ:
  • მთავარი გვერდი განხლებას საჭიროებს პერიოდულად, ის რაც დღეს გვაქვს კატასტროფულად მოძველდა. რათქმაუნდა კენჭისყრაში უნდა ჩავსვათ ამჟამინდელი ვარიანტიც როგორც ერთ-ერთი კანდიდატი და თუ უმრავლესობა ხმას მას მისცემს თავფურცელი არ შეიცვლება (სტატიის ან თავფურცელის ალტერნატიული ვარიანტების ერთპიროვნულად შექმნა დასაშვებია, მისი მთავარ გვერდზე მოთავსება კი შეუძლებელი).
  • ტექსტის შენს შენიშვნებს გავითვალისწინებ. მესამე ვარიანტს შევქმნი შეჯერებული კომენტარებით.
  • ყავახანაში შენი ერთ-ერთი შენიშვნა იყო, რომ პატარა შრიფტი ცუდად იკითხებაო, ამიტომ მეორე ვარიანტში მისალმების შრიფტი გავზარდე (ჩემთან ფაირფოქსში და საფარიში კარგად იკითხება).
  • ასევე შენი აზრით "სხვა ენების" კადრი ძალიან დიდი იყო (გეთანხმები) და ამიტომ მეორე ვარიანტში დავაპატარავე, მხოლოდ დიდი ათეული დავტოვე, თუმცა თუ ყველას თვალში ხვდება მისი სრულიად ამოღებაც შეიძლება.
  • თარგებზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, თარგების ჩარჩო გვერდები დღემდე არსებული მთავარი თარგებისთვის უკვე შექმნილია, ძირითადი თარგებიც შექმნის პროცესშია, როგორც ხედავ თითქმის ყოველდღიურად ვამატებ, ამიტომ ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ამ ეტაპზე პროექტის გვერდესბისთვის საჭირო თარგები უკვე შევქმენი. ზოგიერთი თარგი მონიშნულია, როგორც "მაღალი რისკის" სისტემური თარგი და გთხოვ დაბლოკო დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისთვის დროებით.
  • პირველი ვარიანტი ფრანგული და რუსული თავფურცლების შეჯერებული ვარიანტია (ფრანგულს ენციკლოპედიური ჩამონათვალი უსაშველოდ გრძელი აქვს, ჩვენ ჯერ ერთი პორტალიც არ გვაქვს). მეორე იტალიური ვერსიის მოდიფიკაციაა ფრანგული კადრების კოდით (იტალიური ბოქსები ძალიან ჭრელია).
  • მე პირადად მეორე ვარიანტი მომწონს - პირველზე ვარჯიშის შემდეგ აქ უკვე "გამოცდილი" ვიყავი (კოდები უფრო გავამარტივე). ასევე მეორის კადრები უფრო ადვილი აღსაქმელია - კადრების სათაურები ბოქსში რომ ჩაჯდა ტექსტისგან გამოიკვეთა. ენციკლოპედიური სიის შრიფტი თუ დიდად გეჩვენაბა, დაპატარავება ადვილია (მესამე ვარიანტში დავაპატარავებ).
  • დღის ფოტოს კადრი ყოველდღიურად არ განახლდება (როგორც სხვა ენებშია) - ეს ამ ეტაპზე გაგვიადვილებს შრომას.
  • დღის მოვლენების თარგები ყოველდღიურია და მათი შექმნა ძალიან ადვილია.
  • დანარჩენი თარგები იგივე პრინციპზეა, როგორც ძველ თავფურცელში და მათი შეცვლა საკმაოდ ინტუიტიურია.
  • ჰო, კიდევ, მნიშვნელოვანი: მრავალ ენაში მთავარი გვერდის თავში ხაზი დიდი წარწერით "მთავარი გვერდი" მოშორებულია, რითაც ადგილი გამოთავისუფლდა და გვერდი ზევით აიწია (იხ. ინგლ. და რუს. ვერსიები). ჩემის აზრით ამ ხაზმა ფუნქცია დაკარგა და უნდა მოშორდეს.
  • თბილისში ამ ზაფხულს ვერ ჩამოვალ როგორც ვატყობ, ალბათ უფრო საახალწლოდ, თუ რამე შეიცვალა შეგატყობინებ. პატ. ალსანდრო 66.82.9.54 23:20, 27 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]