ვიკიპედია:ვიკიმანია 2023

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
ვიკიმანია 2023

ვიკიმანია — ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია მოხალისეების მიერ და მასპინძლობს ფონდი ვიკიმედია. ვიკიმანია 2023 ჩატარდება სინგაპურში და პარალელურად ონლაინ რეჟიმში, 2023 წლის 16-19 აგვისტოს. ეს ღონისძიება იქნება პირველი 2019 წლის შემდეგ და იქნება ორგანიზებული Wikimedia ESEAP-ის მიერ.

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების მოხალისეებს და ვიკიმედიის ქართული საზოგადოების წევრებს სთავაზობს ორკაციან საგზურს ვიკიმანიაზე მონაწილეობისათვის. ამისათვის საჭიროა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ფარავს მხოლოდ მგზავრობის და სასტუმროს ხარჯებს. ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის, ვიზის, რეგისტრაციის და კვების ხარჯს, თვითონ შერჩეული პირი დაფარავს.

მონაწილეების შერჩევა და დამტკიცება განხორციელდება ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს მიერ, არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივნისისა.

ვინ მონაწილეობს ვიკიმანიაზე[წყაროს რედაქტირება]

ვიკიმანიის ყოველწლიური კონფერენცია ღიაა ვიკიმედიის მოხალისეებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღია/თავისუფალი/უფასო ინფორმაციითა და მონაცემებით, მოხალისეობითა თუ პროფესიით. ფონდი ვიკიმედია და სხვა ვიკიმედიური ორგანიზაციები მონაწილეებს აძლევს სტიპენდიას, რათა უზრუნველყონ ვიკიმედიის მოხალისეების მონაწილეობა კონფერენციაში.

მონაწილეები საქართველოდან[წყაროს რედაქტირება]

თუ საქართველოდან ვინმემ შეავსო ფონდ ვიკიმედიის ვიკიმანიის სასტიპენდიო განაცხადი და მისი კანდიდატურა დამტკიცდა, იგი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაზე ფონდ ვიკიმედიის ხაზით და ფონდი დაფარავს მის ყველა ხარჯს. სხვა ყველას აქვს შესაძლებლობა მიმართოს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საშუალებით ორ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გაემგზავროს სინგაპურში.

კრიტერიუმები[წყაროს რედაქტირება]

იმისათვის, რომ მიიღოთ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის „ვიკიმანია 2023“-ის სტიპენდია, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. არ უნდა იყოთ დაბლოკილი ვიკიმედიის არცერთ პროექტში ან არ უნდა გქონდეთ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ან „ფონდ ვიკიმედიის“ შეზღუდვა ვიკიმედიის ღონისძიებებში მონაწილეობაზე;
  2. 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 ივნისამდე, ქართულენოვან ვიკიპედიაში უნდა გქონდეთ განხორციელებული 2 ათასზე მეტი რედაქტირება;
  3. 14-20 აგვისტოს შორის უნდა იყოთ მზად გაემგზავროთ საზღვარგარეთ;
  4. უნდა გქონდეთ მოქმედი პასპორტი, რომლის ვადის გასვლამდე დარჩენილი უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი;
  5. B1 დონეზე უნდა იცოდეთ ინგლისური ენა;
  6. 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 ივნისამდე, მინიმუმ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 1 ღონისძიებაზე (კონფერენცია, ბანაკი, კონკურსი, edit-a-thon და ა.შ.) უნდა გქონდეთ მიღებული მონაწილეობა.

ასევე, თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს, რათა სამეურვეო საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

  1. რატომ გსურთ ვიკიმანიაში მონაწილეობა?
  2. რატომ არის თქვენი მონაწილეობა ვიკიმანიაში მნიშვნელოვანი?
  3. რა წვლილს შეიტანთ თქვენი მონაწილეობით კონფერენციაზე?
  4. მზად ხართ თუ არა, კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ საქართველოს ვიკისაზოგადოებას?

გაითვალისწინეთ, რომ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ დაფინანსების მიღებით, თქვენ იღებთ ვალდებულებას კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ საქართველოს ვიკისაზოგადოებას.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 15 ივნისი, 2023.

კანდიდატები[წყაროს რედაქტირება]

დავით ასრიაშვილი (David1010)[წყაროს რედაქტირება]

თქვენ შესახებ

ვიკიპედიაში 2006 წლის 16 ოქტომბერს დავრეგისტრირდი. მას შემდეგ ვიკიმედიის პროექტებში განხორციელებული მაქვს 165 000-მდე რედაქტირება, მათ შორის ყველაზე მეტი 99 880 რედაქტირება ქართულ ვიკიპედიაში. 2010 წლიდან ვარ პროექტის ადმინისტრატორი, ხოლო 2015 წლიდან ასევე ბიუროკრატიც. ვიკიმედიის სხვა პროექტებიდან ყველაზე აქტიურად ვმუშაობ ვიკიმონაცემებსა (Wikidata) და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons). ვიკიპედიაში სტატიების წერის გარდა ვარ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი დაარსების დღიდან და აქტიურად ვმონაწილეობ ჯგუფის საქმიანობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებში. მონაწილეობა მაქვს მიღებული ფონდ ვიკიმედიის მიერ ჩატარებულ მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებაში.

რატომ გსურთ ვიკიმანიაში მონაწილეობა?

მე 2006 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ ვიკიმედიის პროექტების განვითარებასა და მათ პოპულარიზებაში. 2013 წლიდან მიღებული მაქვს მონაწილეობა ვიკიმედიის მიერ ჩატარებულ მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში და ვიკიმანია კი არის ფონდ ვიკიმედიის ყველაზე დიდი ფორუმი, სადაც თავს იყრის ვიკისაზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი მსოფლიოდან, ეწყობა შეხვედრები და განხილვები. ვიკიმანიაში მონაწილეობით მინდა გავხდე ამ დიდი სადისკუსიო პანელის მონაწილე, რათა უფრო მეტი გავიგო ვიკიმედიის მოძრაობაში არსებული სიახლეების შესახებ, გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მათგანაც მივიღო საინტერესო ინფორმაცია და რჩევები.

რატომ არის თქვენი მონაწილეობა ვიკიმანიაში მნიშვნელოვანი?

ფონდ ვიკიმედიის მიერ გამართულ კონფერენციებზე ხდება მონაწილეების მიერ ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება, ახალი და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენელ ვიკიმედიელებთან. ვიკიმანია 2013-ში მონაწილეობით, მე მინდა ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო. სხვადასხვა ქვეყნის ვიკიმედიის განყოფილებებთან და ჯგუფებთან დავამყარო ახალი ან გავაძლიერო უკვე არსებული კავშირები. გამოვნახო საერთო ინტერესების სფეროები, რაც შემდეგ ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის ერთობლივი პრექტების განხორციელებას და ვიკიმედიის ქართული პროექტების გამდიდრებას.

რა წვლილს შეიტანთ თქვენი მონაწილეობით კონფერენციაზე?

მე შევეცდები ვიკიმედიის მოძრაობის სხვა წევრებს უფრო დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია ქართული ვიკიპედიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ, როგორ ვითარდება პროექტი. ასევე გავაცნო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ახალი მომხმარებელების მოზიდვისა და ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარებისთვის გატარებული ღონისძიებები.

მზად ხართ თუ არა, კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ საქართველოს ვიკისაზოგადოებას?

დიახ, რა თქმა უნდა მზად ვარ გავაგრძელო და კიდევ უფრო გავაძლიერო ის საქმიანობა, რომელსაც თითქმის 20 წელია ვაკეთებ.


კანდიდატი 2[წყაროს რედაქტირება]

აკაკი ბალანჩივაძე (AkakiBalanchivadze)[წყაროს რედაქტირება]

თქვენ შესახებ

2017 წლიდან მოყოლებული ვარ ვიკიპედიელი. ამ პერიოდში დამიგროვდა 400-მდე სტატია ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. 2018 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობდი იმსა და ვიკიპედიის და ფონდ ვიკიმედიის დაორგანიზებულ ბანაკებში, რომლებიც მეტწილად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა. 2019 წელს ასევე მივიღე მონაწილეობა ვიკიპედიის საერთაშორისო ბანაკში, სომხეთში. ამასთან, 2021 წლიდან ვიკიპედიაში მუშაობაში ვეხმარებოდი სკოლის ასაკის მოხალისეებს, კერძოდ, 90-ე საჯარო სკოლასა და ევროპულ სკოლაში, ასევე 2021 წლის არალისა და 2022 წლის ბორჯომის ბანაკებში. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული რიგ ვიკი-კონკურსებში, უამრავ შეხვედრასა და ერთდღიან ვიკიმარათონში. მაქვს სანდო მომხმარებლის სტატუსიც.

რატომ გსურთ ვიკიმანიაში მონაწილეობა?

ვიკიმანიისადმი ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვიკი GAP-ის პროექტში მონაწილეობისას ვიკიმანიის ღონისძიების სტატიაზე მუშაობამ. ამ სტატიის წერამ მიმახვედრა, რომ ვიკიმანია არის წლის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება ვიკიპედიის ენთუზიასტებისთვის. აქ ყოველწლიურად ასობით ადამიანი იკრიბება, რადგან მათ ერთი რამ - ვიკიპედია აერთიანებთ. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი მეც ვყოფილიყავი მათ რიგებში. აქამდე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა არ მიმიღია და ვფიქრობ, რომ სინგაპურის ვიკიმანია მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძლება იყოს. კონფერენციის ფარგლებში მინდა მივიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში და გავეცნო იმ გამოწვევებსა და გეგმებს, რომელიც გაჟღერდება. ამასთან, აუცილებლად მინდა უცხოელი ვიკიპედიელების გაცნობაც, რადგან მათგან ზღვა ცოდნას მივიღებ.

რატომ არის თქვენი მონაწილეობა ვიკიმანიაში მნიშვნელოვანი?

ვფიქრობ, ჩემი რამდენიმეწლიანი გამოცდილება ვიკიმედიაში მცირედით გამოსადეგი იქნება ვიკიმანიის კონფერენციაში. აქტიურად მივიღებ მონაწილეობას დისკუსიების პროცესში, რითაც კავშირს დავამყარებ ადგილობრივ და სხვა უცხოელ ვიკიპედიელებთან. ვფლობ რამდენიმე ენას, რასაც აუცილებლად ეფექტურად გამოვიყენებ კონტაქტების გასაღრმავებლად და ჩემი, ქართული ვიკიპედიის საუკეთესოდ წარმოსაჩენად.

რა წვლილს შეიტანთ თქვენი მონაწილეობით კონფერენციაზე?

ვიკიმანიის კონფერენციები ვიკიმედიის სექციებში ცვლილებების შეტანის გარდა ფოკუსირდება კულტურულ და სოციალურ გაცვლაზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. ჩემი მცირე ცოდნითა და კონფერენციის მიმდინარეობისას დისკუსიებში ჩართულობით მინდა გავაძლიერო ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს ვიკიმედიას აქვს სხვა ქვეყნებთან.

მზად ხართ თუ არა, კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ საქართველოს ვიკისაზოგადოებას?

დიახ, მზად ვარ. ვიკიმანიის კონფერენცია აუცილებლად გაზრდის ჩემი, როგორც ვიკიპედიელის ცოდნას, რასაც მოვახმარ ქართულ ვიკისაზოგადოებას. საერთაშორისო კონფერენციის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში სექტემბერში გასამართ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კონფერენციაში მონაწილეობისას, სადაც ვმოხალისეობ.