ვიკიპედია:საერთაშორისო ბმულები
მოგესალმებით · მასწავლებელი · შპარგალკა · სარჩევი · დახმარება · ცხელი ხაზი · შეკითხვები · ცნობარი
საერთაშორისო (ინტერვიკი) ბმულის საშუალებით ქართულენოვანი სტატიიდან შეგიძლიათ ადვილად გადახვიდეთ იმავე სტატიაზე (თემაზე) ვიკიპედიის სხვა ენობრივ ვერსიაში. საერთაშორისო ბმულები შეიძლება განთავსდეს სტატიის გვერდით მარცხენა სვეტში (სხვა ენებზე), ან უშუალოდ სტატიის ტექსტში.
გვერდითი ბმულები
საერთაშორისო ბმულებს ასეთი ფორმა აქვთ:
- [[ენის კოდი:სტატიის სათაური]]
სადაც ენის კოდი არის 2-ასოიანი კოდი ISO 639 სტანდარტის შესაბამისად. მაგალითად, ქართული ენის კოდია "ka", ინგლისურის - "en", რუსულის - "ru" და ა.შ. ასე მაგალითად, სტატიას ”საქართველო” ექნება შემდეგი ენათშორისი ბმულები:
- [[de:Georgien]][[en:Georgia]][[eo:Kartvelio]][[es:Georgia]][[fr:Géorgie]][[pl:Gruzie]] [[ru:Грузия]]
სტატიის დასახელებები უცხო ენებზე უნდა დაიწეროს ზუსტად დიაკრიტიკული ნიშნების და სხვა სპეციალური სიმბოლოების გათვალისწინებით.
შიგა ბმულები
საერთაშორისო ბმულებს, რომლების უშუალოდ ტექსტში თავსდებიან, ასეთი ფორმა აქვთ:
- [[:ენის კოდი:სტატიის სათაური]]
მაგალითად, ასე უნდა ჩაიწეროს ტერმინების სია სხვადასხვა ენებზე:
- '''ქართული''': [[ცნება]], [[მნიშვნელობა]], [[ნიშანი]], [[შეტყობინება]]
- '''ინგლისური''': [[:en:notion|Notion]], [[:en:meaning|meaning]], [[:en:sign|sign]], [[:en:message|message]]
- '''გერმანული''': [[:de:Begriff|Begriff]], [[:de:Bedeutung|Bedeutung]], [[:de:Zeichen|Zeichen]], [[:de:Botschaft|Botschaft]]
- '''ესპერანტო''': [[Nocio]], [[signifo]], [[signo]], [[mesagxo]]
შედეგი ეკრანზე ასე გამოჩნდება:
ქართული: ცნება, მნიშვნელობა, ნიშანი, შეტყობინება
ინგლისური: Notion, meaning, sign, message