ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110120174848/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეთუნა ლომიძე! |etuna_lomidze@mail.ru|სიმონ ჩიქოვანი "ვინა სთქვა"|855122985

                                                "...ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
                                                    ჩემი სამშობლო დიდების ღირსი."
 ეს სიტყვები პოეტის სულის ამბოხია იმ მავნე ტენდენციების წინააღმდეგ, რომლითაც აბრუებდნენ ქართველ ერს ათეული წლების განმავლობაში. "პატარა საქართველო", "ჩემი პატარა სამშობლო" და სხვა ამგვარი გამოთქმები ინერგებოდა მთელი საბჭოური პერიოდის განმავლობაშიდა უფრო ადრეც. ასეთ გამოთქმებს ამკვიდრებდნენ საქართველოს მტრები შინაურნი თუ გარეშენი, რითაც ნერგავდნენ ხალხში ნიჰილისტურ განწყობილებას ე.ი. არსებულისადმი შემგუებლურ, სრულიად უიმედო, უპერსპექტივო, მონური ფსიქოლოგიის დანერგვას."ვინა სთქვაო..." ამბობს პოეტი, მაშასადამე იყვნენ ასეთი ერის დამღუპველი აზრების მთქმელნი, ხოლო თუ მთქმელნი იყვნენ მსმენელნიც ეყოლებოდათ. სიმონ ჩიქოვანის ლექსი ამ ორივე კატეგორიის ადამიანებს ეხებათ.
 პოეტი ნიჰილისტების საპირისპიროდ სწორედ "დიდების ღირსად" მიიჩნევს სამშობლოს და სამშობლოსავე დიდებული ბუნებით ცდილობს მკითხველის გულის ანთებას სიამაყის გრძნობით. ამას არ სჯერდება პოეტი და გვახსენებს, რომ საქართველოში აღმართულია: 
                                                   "ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი",
გვახსენებს ეკლესიის მაღალ გუმბათებს, გვახსენებს ჩვენს დიდ წინაპრებს, ლეგენდად ქცეულ ვახტანგ გორგასალსა და დარუბანდიდან კარების მომტან დავით აღმაშენებელს.

ამის შემდეგ პოეტი პირველთქმულის განმეორებით თითქოს გვსაყვედურობს, კიდევ გჯერათ "თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო დიდების ღირსი!" P.S. ამ ლექსის გამოქვეყნებისთანავე იმდროინდელ საბჭოურ პრესაში ატყდა პოეტის საწინააღმდეგო საშინელი ისტერია: საყვედურობდნენ და აბრალებდნენ ვიწრო ეროვნულ კარჩაკეტილობას, რომ თითქოს იგი ვერ ხედავდა უზარმაზარ სამშობლოს - დიდ საბჭოთა კავშირს და სხვა ამგვარი.