ვეიტნამური ენციკლოპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიეტნამური ენციკლოპედია იგივე ვიეტნამური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ვიეტ. Từ điển Bách khoa toàn thư Việt Nam) — სახელმწიფო სუბსიდიით 2005 წელს გამოიცა. ეს პირველი სახელმწიფო ენციკლოპედიაა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკისა. გამოცემისათვის მომზადება 1987 წელს დაიწყო და უკვე 2005 წელს გადაეცა სტამბას.

პირველი ვიეტნამური ენციკლოპედია, რომელიც ვიეტნამური ენციკლოპედიის მთავარმა რედაქციამ გამოსცა, ოთხი ტომისგან შედგება და 40 000 სტატიიას მოიცავს. ვიეტნამური ანბანის მიხედვით დაწყობილი ტერმინ-სტატიები ისტორიის საკითხებით დაწყებული, საბავშვო თემატიკით დამთავრებული აშუქებს მსოფლიო მეცნიერების მიღწევებს.

არსებობს ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიებიც : გასულია სი-დი დისკებზე და ხელმისაწვდომია ონლაინ მომხმარებლებისთვისაც. ბოლო წლებში მთელი ინფორმაცია შეიტანეს ე.წ. იბუქებშიც — ელექტრონულ წიგნებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]