ვაჰან გალუსტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჰან გალუსტიანი (დ. 4 დეკემბერი, 1884, თბილისი — გ. 1963) — საბჭოთა, სომეხი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1946). თბილისის სომხური დრამატული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წელს დაამთავრა სომხური სასულიერო სემინარია.

1903-1909 წლებში მოღვაწეობდა ავჭალის აუდიტორიის სცენაზე. 1909-1924 წლებში იყო ზუბალაშვილების სახალხო სახლის მსახიობი. 1921-1922 წლებში მუშაობდა ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სერობი (აბელიანის „მიმქრალი ჩირაღდნები“), ვანო, გალაქტიონი, პოლკოვნიკი (ნ. აზიანის „გაცრუებული იმედები“, „დეზერტირკა“, „შურისძიება“), დავით ბეგი (ხარაზიანის „დავით ბეგი“), გიორგი (პ. არაქსიანის „მსხვერპლი“), პეტია, ალექსეი (ნაიდენოვის „ვანიუშინის შვილები“), იასონი (ევრიპიდეს „მედეა“), პავლე (ერდმანის „მანდატი“), პარუჩიკი ზარეცკი (ს. ლევიტანის „განაჩენი“), როლფი (შილერის „ყაჩაღები“), დინ ალონზო (მოლიერის „დონ ჟუანი“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]