ვარდის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ იყალთოს სამხრეთით, 1 კმ-ზე, გორაკის წვერზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ძეგლი მცირე ზომის (5,6 X 4,3მ ) დარბაზული ტიპის ეკლესიაა. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. შესასვლელი დასავლეთიდანაა, შესასვლელი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი მოკლეა იმდენად, რომ მისი სიგანე დაახლოებით 0,4 მ-ით აღემატება სიგრძეს, აღმოსავლეთით მას ერთვის ორი საფეხურით შემაღლებული, გეგმით ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი. რომელშიც ერთი, თარაზულად გადახურული სარკმელი და ორი მცირე, ოთხკუთხა ნიშაა - სარკმლის აქეთ-იქით. სარკმლის ქვემოთ კი კედელს, ოთხკუთხა ტრაპეზი ეკვრის. აფსიდი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ოდნავ შეისრულია.მსგავსი ფორმისაა კამარაც. საკურთხეველი დარბაზისგან აგურით ნაშენი კანკელითაა გამიჯნული. კანკელს შუაში ერთი კარი აქვს. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო, ბრტყლად გადახურული სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. მათ შორის, დასავლეთისა, გარეთკენაა ახრილი. დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში მლწყობილია მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშები - ჩრდილოეთით სამი , სამხრეთით კი ორი. კედლები შიგნიდან შელესილი ყოფილა. ფასადები სადაა, მოკლებულია მორთულობას. კედლები დასრულებულია აგურის ლავგარდნით, რომელიც გამოყვანილია ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურების თითო რიგით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]