ვარდისუბნის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისუბნის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. აღმოჩნდა 1997 წელს მიწის სამუშაოების დროს, სამარხი ქვის ფილებითაა შედგენილი. ქრისტიანული წესის თანახმად, დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. გამოვლინდა მხოლოდ ადამიანის ჩონჩხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]