ვაგინალური გამონადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორმალური ვაგინა და საშვილოსნოს ყელი სამედიცინო შემოწმების დროს. ნაჩვენებია საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ძაფები საშვილოსნოს ყელის შესასვლელთან და ნორმალური, რძისმაგვარი თეთრი ვაგინალური გამონადენი.

ვაგინალური გამონადენი — სითხის, უჯრედებისა და ბაქტერიების ნარევი, რომელიც ასველებს და იცავს ვაგინას.[1] ამ ნარევსს მუდმივად აწარმოებენ ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის უჯრედები და ის სხეულს ვაგინის შესასვლელიდან ტოვებს. გამონადენის შემადგენლობა, რაოდენობა და ხარისხი განსხვავდება ინდივიდებს შორის და ის შეიძლება შეიცვალოს როგორც მენსტრუალური ციკლის, ასევე სქესობრივი და რეპდორუქციული განვითარების განმავლობაში.[2]

ნორმალურ ვაგინალურ გამონადენს შეიძლება ჰქონდეს თხელი, წყლის მსგავსი შემადგენლობა ან უფრო სქელი და წებოვანი და ის შეიძლება იყოს უფერული ან თეთრი ფერის.[1] ნორმალური ვაგინალური გამონადენი შეიძლება დიდი მოცულობის იყოს, თუმცა, როგორც წესი, მას არ აქვს ძლიერი სუნი და არ იწვევს ქავილს ან ტკივილს.[2] მართალია, გამონადენის უმეტესობა ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებას ასახავს, გამონადენში ზოგიერთი ცვლილება შეიძლება ინფექციაზე ან სხეულში მიმდინარე სხვა პათოლოგიურ პროცესზე მიანიშნებდეს.[3]

იმ ინფექციებს შორის, რომლებმაც შეიძლება ვაგინალურ გამონადენში ცვლილებები გამოიწვიოს, შედის ვაგინის სოკოვანი ინფექციები, ბაქტერიული ვაგინოზი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.[4] უჩვეულო გამონადენის მახასიათებლები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა ყველაზე ხშირი მახასიათებლებია ფერის ცვლილება, ცუდი სუნი, ქავილი, წვა ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Beckmann, R.B. (2014). Obstetrics and Gynecology, 7th, Baltimore, MD: Lippincott Williams & Wilkins, გვ. 260. ISBN 9781451144314. 
  2. 2.0 2.1 Hacker, Neville F. (2016). Hacker & Moore's Essentials of Obstetrics and Gynecology, 6th, Philadelphia, PA: Elsevier, გვ. 276. ISBN 9781455775583. 
  3. Lentz, Gretchen M. (2012). Comprehensive Gynecology, 6th, Philadelphia, PA: Elsevier, გვ. 532–533. ISBN 9780323069861. 
  4. Vaginal discharge color guide: Causes and when to see a doctor en (2020-01-10). ციტირების თარიღი: 2022-04-25