ეჰანისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეჰანისებრნი (Echenidae), ზღვის თევზების ოჯახი ეჰანისნაირთა რიგისა. აქვთ თითისტარისებრი სხეული, თავზე — მისაწოვარი, რომელიც სახეცვლილ ზურგის პირველ ფარფლს წარმოადგენს. გავრცელებული არიან ყველა თბილ ზღვაში. ცნობილია 10 სახეობა, რომელთაგან ყველაზე საყურადღებოა ჩვეულებრივი ეჰანი (Echenis naucrates), რომლის სხეულის სიგრძე 90 სმ აღწევს. ეჰანი მისაწოვრით მუცელზე ემაგრება ზვიგენს, ზღვის ვეშაპს. გემის ძირს და ამგვარად დიდ მანძილს გადის. გზადაგზა შოულობს საკვებს. ზოგან მოსახლეობა ეჰამის ხორცს საკვებად იყენებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 4, გვ. 260, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე