ენისელის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენისელის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (5x3,8 მეტრი). ნაგებია რიყის ქვის ირეგულარული წყობით. აქა-იქ გამოყენებულია აგური. ძლიერ დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესავლელი დასავლეთიდანაა; კარის გარეთ გადახურვა ჩამონგრეულია და მისი ფორმა არ დგინდება. შიგნიდან კი თარაზულად იყო გადახურული. (შემორჩენილია კვალი) ეკლესია უაფსიდოა სწორკუთხოვანი დარბაზის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ფართო, მაღალი სარკმელი. ერთი სარკმელი შენობის სამხრეთ კედელშიცაა ამ სარკმლის ქვემოთ ორი მცირე ნიშაა, რეებსაც ერთმანეთს კუთხით მიბჯენილი ორი აგურისგან შედგენილი გადახურვა აქვს. მსგავსი ერთი ნიშა აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთანაცაა. შიგნით ეკლესია ერთიანი კამარით იყო გადახურული.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]