ეთიოპიის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთიოპიის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა
მოსახლეობის განვითარება
ეთიოპიელი ქალი

ეთიოპია, მოსახლეობის რაოდენობით, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლოში. ეთიოპია ასევე გამოირჩევა ეთნიკური სიჭრელით. ამ ქვეყანაში 80 ეთნიკური ჯგუფი სახლობს. აქ ძირითად ეთნოსებს წარმოადგენენ: ორომო, ამჰარა, ტიგრაი და სომალელები.

ეს ქვეყანა მრავალფეროვანია რელიგიური თვალსაზრისითაც. მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტები და ეთიოპელი მართლმადიდებლები შეადგენენ. მუსლიმები დაბლობებში ცხოვრობენ, ხოლო ქრისტიანები მთიანეთში. ეთიოპიაში ასევე მცირე რაოდენობით არსებობენ ტრადიციული რწმენის მიმდევრებიც.

ამჰარული ეთიოპიის ოფიციალური ენაა, თუმცა ასევე გავრცელებულია ტიგრინია და ორომოს ენა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მოსახლეობა +/– %
2010 82,101,998 ––––
2011 84,320,987 + 2,7 %
  • შობადობა: 42/1000 კაცზე
  • სიკვდილიანობა 11/1000 კაცზე
  • მატება: 3,2 %
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 56.2 წელი[1]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორომო – 34.5%
  • ამჰარა– 26.9%
  • სომალელები – 6.2%
  • ტიგრაი 6.1%
  • სიდამა – 4.%
  • სხვა – 22,3%[2]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთიოპიელი მართლმადიდებლები – 43,5 %, პროტესტანტები – 18,6 %, სუნიტები – 33,9 %, ტრადიციული რელიგიის მიმდევრები – 2,6 %, სხვები 1,3 %.[3]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-23. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-04. ციტირების თარიღი: 2012-05-28.