ეთერ მაზანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთერ მაზანაშვილი

ეთერ ნიკოლოზის ასული მაზანაშვილი (დ. 1909) — საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. კომპარტიის წევრი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჯიმითელი გლეხის ოჯახში. 1923 წელს 14 წლის ასაკში მეგობრის დახმარებით ჩამოვიდა თბილისში, სადაც ის 1929 წლამდე სწავლის პარალელურად ხელზე მუშაობდა. მოეწყო აბრეშუმის ფაბრიკაში მქსოველად. 1931 წელს დაუღალავი შრომის გამო აირჩიეს საფაბრიკო კომიტეტის თავჯდომარედ, ხოლო რამოდენიმე თვის შემდეგ გაუშვეს მოსკოვში სამთვიან პროფკურსებზე.

ე. მაზანაშვილი არჩეულ იყო საქართველოს ცაკის VI მოწვევის წევრად და ცაკის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად, აგრეთვე ორჯონიკიძის რაიონის დეპუტატად. კომკავშირის რიგებში 1925 წლიდან იყო ხოლო კომპარტიის წევრი 1930 წლიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]