ევუასო-ნგირო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევუასო-ნგირო
Kenya’s Ewaso Nyiro River Dries.jpg
ევუასო-ნგირო
ქვეყნები კენია
სათავე კენიის მთა
აუზის ფართობი 600 კმ²

ევუასო-ნგირო – მდინარე კენიაში, სათავეს იღებს კენიის მთის დასავლეთ ფერდობზე და მიედინება ჩრდილოეთით, შემდეგ აღმოსავლეთით და ბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით.[1] (ეს სახელი ქვია მინიმუმ კიდევ ერთ მდინარეს, რომელიც იწყება მაუ ესკარპმენტიდან, მიედინება სამხრეთ-დასავლეთით და ჩაედინება ნატრონის ტბაში ტანზანიაში.[2])

ევუასო-ნგიროს ზედა აუზი 15 200 კვადრატული კილომეტრია (5 800 კვადრატული მილი).[3] მდინარეს აქვს წყლის მუდმივი წყარო მთის მყინვარებიდან. მდინარეზე გადაადგილდებიან კანოებით და მას მდინარეთა სირთულის საერთაშორისო სკალით მეხუთე დონის სიჩაქე აქვს.[4]

მდინარის სახელი მოდის ადგილობრივი ეთნოსის ენიდან და აღნიშნავს მდინარეს ყავისფერი ან ტალახიანი წყლით.ზოგი მას "ევუასო ნიროსაც" ეძახის.

კენიის მშრალ ჩრდილოეთ ნაწილში მდინარის არსებობა სიცოცხლეს ნიშნავს. მდინარე მის გარშემო მწვანე ოაზისებს ქმნის ველურ ბუნებაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Rough Guide. Rough Guide Map Kenya [map], 9 edition, 1:900,000, Rough Guide Map. Cartography by World Mapping Project. (2006) ISBN 1-84353-359-6.
  2. BirdLife IBA Factsheet: "Lake Natron and Engaruka basin".
  3. მაკალი, სამუელ; ბონიფეის კიტემი, (სექტემბერი 2005). ევუსო ნგიროს ზედა აუზი, კენია. Network for Water and Sanitation. წაკითხვის თარიღი: 2007-06-21.
  4. ევუასო ნგიროს მდინარე. Kilimanjaro Adventure Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-03-03-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-06-21.

კოორდინატები: 2°04′ ს. გ. 36°07′ ა. გ. / 2.067° ს. გ. 36.117° ა. გ. / -2.067; 36.117