ევროპის სოციალური ქარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1961 წლის ქარტიის წევრები - ღია მწვანე ფერით აღნიშნული; შესწორებული ქარტიის წევრები - მუქი მწვანე; ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები - ნაცრისფერი.

ევროპის სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს ხელშეკრულებას, რომელიც გაიხსნა ხელმოწერისთვის 1961 წლის 18 ოქტომბერს და თავდაპირველად ძალაში შევიდა 1965 წლის 26 თებერვალს. 1991 წლისთვის 20 ერმა მოახდინა მისი რატიფიცირება[1].

ქარტია შეიქმნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარდასაჭერად, რომელიც ძირითადად ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. ქარტიით  გათვალისწინებული უფლებები თითოეულ ადამიანს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. ქარტია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოწყვლადი ადამიანებისა და ჯგუფების უფლებებს.

ქარტიაში ჩამოყალიბებული ძირითადი უფლებები შემდეგია[2]:

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაცვა;
  • განათლება;
  • დასაქმება;
  • სოციალური დაცვა;
  • ინტეგრაცია და ჩართულობა;
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

ქარტია გადაიხედა 1996 წელს. შესწორებული ქარტია ძალაში შევიდა 1999 წელს და თანდათან ცვლის 1961 წლის თავდაპირველ ხელშეკრულებას. ქარტია ადგენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და ადგენს ზედამხედველობის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მათ პატივისცემას მონაწილე სახელმწიფოების მიერ.

სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი (ECSR) არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქარტიის მონაწილე სახელმწიფოებში მონიტორინგზე.

ECSR შედგება 15 დამოუკიდებელი წევრისაგან, რომლებსაც ირჩევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ექვსი წლის ვადით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]