ევანდერ ჰოლიფილდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევანდერ ჰოლიფილდი

ევანდერ ჰოლიფილი (ინგლ. Evander Holyfield, დ. 19 ოქტომბერი, 1962), განთქმული ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი სუპერმძიმე წონით პროფესიონალთა შორის (1990—92, 1996—99), 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, 1981 წლის პანამერიკული თამაშების ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის პირველი ტიტული მიიღო ჯეიმზ დუგლასთან ორთაბრძოლაში, რომელიც 1990 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა. მისი კარიერის კულმინაცია 1996 წელს მაიკ ტაისონთან ორთაბრძოლა გახდა, რომელიც ევანდერის გამარჯვებით დასრულდა. 1997 წლის 28 ივლისს შედგა მატჩ-რევანში ჰოლიფილდ-ტაისონი. ტაისონი არასპორტულად მოიქცა, ვინაიდან ორთაბრძოლის დროს მას ყურის ნიჟარის ზემო უკანა ნაწილი მოაჭამა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიენიჭა. 1999 წლის 13 მარტს ევანდერმა წააგო მსოფლიოს ახალ აბსოლუტურ ჩემპიონ ლენოქს ლუისთან.