დურგლიაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დურგლიაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის დასავლეთით, დაახლოებით 1,2 კილომეტრზე. კურორტ უჯარმასთან ახლოს (დასავლეთით ორასიოდე მეტრზე). განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,6x5,4 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის (ძირითადად თხელი), ნატეხი ქვით და კირის ხსნარით. წყობაში (მეტწილად ინტერიერში), აქა-იქ, ლოდებიცაა ჩატანებული. კედლებში ალაგ-ალაგ, როგორც გარედან ისე შიგნიდანაც. თხელი, ირიბად დაწყობილი ქვებით შედგენილი, მოკლე ზოლებია გამოყვანილი. რომლებიც რაიმე მხატრულ ამოცანას არ ემსახურება. ეყობა ქაოსურია, ტლანქი.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით თარაზულად ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კვალი). ეკლესიის დარბაზი იმდენად მოკლეა, რომ გეგმით თითქმის კვადრატულია (სიგრძე - 2,9 მეტრი. სიგანე - 3,4 მეტრი).

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის შუაში მაღალი, განიერი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის თაღი, თითქმის მთლიანად, კონქის ფარგლებშია მოქცეული. სარმელი გარეთკენ ოდნავ ვიწროვდება და მკვეთრადდახრილი ძირი აქვს. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. ეს უკანასკნელი კედლის ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული აფსიდში.

სარკმლის ორივე მხარეს, თითო დაბალი, ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდის ნიშაა. აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ დაახლოებით 15 სანტიმეტრითაა შემაღლებული. შუაში მას მოწყობილი ჰქონდა ამბრიონი (შემორჩენილია ნაშთი), რომელიც აფსიდის მხრების ხაზიდან დაახლოებით 1 მეტრითაა წინ წამოწეული. შიგნით ეკლესის გადახურულია თხელი, მოგრძო, ნატეხი ქვებით გამოყვანილი კამარით რომელიც ოდნავ დეფორმირებული ნახევარწრის ფორმისაა. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]